- ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა საფრანგეთის დეკლარაცია
- 1789 წ. ფრანგებმა დაამხეს მონარქია და დაამყარეს პირველი ფრანგული რესპუბლიკა. რევოლუციის შედეგად შეიქმნა დეკლარაცია, რომელიც დაიწერა სასულიერო პირების, არისტოკრატიის და უბრალო მოქალაქეების წარმომადგენლების მიერ, ამგვარად ისინი ახდენდნენ ცნობილ განმანათლებელთა - ვოლტერი, მონტესკიე, ენციკლოპედისტების და რუსოს იდეების რეალიზებას. დეკლარაცია აკრიტიკებდა მონარქიის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებს და „თავისუფლება, საკუთრება, უსაფრთხოება და ჩაგვრისადმი შეწინააღმდეგება“ განსაზღვრული იყო, როგორც ადამიანის ბუნებითი უფლებები. მან შეცვალა მონარქიის დროს არსებული არისტოკრატიული პრივილეგიების სისტემა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით.Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
Georgian encyclopedia. 2013.